„ყელში ამომივიდა მსგავსი სექსუალური შევიწროებების კასკადი, ამასაც ვაქვეყნებ საჯაროდ...“ - ეკა კვირკველია

ეკა კვირკველია

ექიმი ეკა კვირველია სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში მისი სექსუალური შევიწროება სცადა. 

„რადგან ყელში ამომივიდა მსგავსი სექსუალური შევიწროებების კასკადი, ამასაც ვაქვეყნებ საჯაროდ და ადვოკატებს ვთხოვ დახმარებას. ვიცი სექსუალურ შევიწროებაზე არარაობა სასჯელია მეტს იმსახურებენ, მაგრამ მე უნდა დავიცვა ჩემი თავი, ვაპირებ პოლიციაში განაცხადის შეტანასაც, რადგან დადგეს მსგავსი ბევრი პრეტენდენტი, რადგან მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ვარ ვსაუბრობ ჩემს პროფესიაზე ამიტომ მავიწროებენ სექსუალურად! ამას ასე არ დავტოვებ!

არ ვგრძნობ ნამდვილად მსგავსი ახვრების გარემოცვაში თავს დაცულად! უსირცხვილო მანიაკები!“, - წერია პოსტში.