„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
დეპუტატები ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო სწავლების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობას დღეიდან იწყებენ.
საკითხს კანონმდებლები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე განიხილავენ. სწორედ ამ კომიტეტმა მისცა, დაახლოებით სამი კვირის წინ, ენათმეცნიერების - გიორგი გოგოლაშვილისა და ნანა მაჭავარიანის ინიციატივას დადებითი დასკვნა.
მშობლიური ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს გაუქმდა. დღემდე ის სავალდებულო მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის არის, დანარჩენებისთვის კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. ინიციატივას მიესალმება ოპოზიციის ნაწილიც.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს უმაღლესი განათლება მიიღოს, უნდა შეეძლოს საკუთარ ენაზე საუბარი.
"ქართული ენა, როგორც სავალდებულო საგანი, გაუქმდა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის, ქართული ენის, კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ დავაბრუნებთ ქართულ ენას უნივერსიტეტში. ბუნებრივი და მარტივი მიზეზია თუ რატომ ვაკეთებთ ამას - ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც სურს უმაღლესი განათლება მიიღოს, მას უნდა შეეძლოს საკუთარ ენაზე საუბარი, წერა და ზოგად, ქართული ენის ფარგლებში აზროვნება", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.