ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
აჭარას ბულგარეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ცნობილი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, Vogue-ის, Harper’s Bazaar-ის, Zoe Magazine-ის, EVA Magazine-ისა და VOYAGE Magazine-ის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ, მედიატურის მონაწილეები მთიან აჭარას ესტუმრნენ და რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის, ახალმა კოლექციამ, რომელიც აჭარული ტრადიციული ნაქარგობების ინსპირაციითაა შექმნილი. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ღორჯომის ხეობაში ადგილობრივ საოჯახო სახლსაც ესტუმრნენ, სადაც აჭარული ნაქარგობები დაათვალიერეს და ტრადიციული ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
ღორჯომის შემდეგ ისინი კურორტ გოდერძის, მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეგიონზე მომზადებულ მასალებს მედიატურის მონაწილეები მკითხველს ეტაპობრივად გაუზიარებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.