„გემუდარები, მჯერა, რომ ხედავ ამ ყველაფერს… “ - ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს

ნათია დიაკვნიშვილი

ბათუმში გაუჩინარებულ მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს:

„დეეე, ჩვენო უკიდეგანო მონატრება... როდის მეღირსება ისევ ჩემ 3 ცალთან ერთად გადაღებული ფოტო ნეტა...! არცერთი ჩვენგანის დღე არაა შენს გარეშე ბუნებრივად ლაღი და ძველებურად ბედნიერი. გემუდარები, მჯერა, რომ ხედავ ამ ყველაფერს, გთხოვ, გვაკმარე უშენობა და გაგვამთლიანე,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.