VIDEO: ცოცხლად დამარხული ბიჭის ისტორია, რომელიც სიკვდილს 2-ჯერ სასწაულებრივად გადარჩა

ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური, გადაცემაში „ღამის პრაიმთაიმი“ იმ სასწაულის შესახებ ჰყვება, რომელიც მის პაპას  გადახდა. 

„პაპა ვასილ ბუჩუკური იყო 14 წლის, მთელი დღის განმავლობაში ბეჭდავდა პროკლამაციებს და ღამე აკრავდა ქალაქის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების დროს ის დააპატიმრეს და წაიყვანეს მეტეხის ციხეში, სადაც იმ პერიოდისთვის გავრცელებული იყო ეპიდემია, დაინფიცირდა პაპა და უკვე გონებადაკარგული, მომაკვდავი, წაიყვანეს და კუკიის საფლავზე დამარხეს.

დაკრძალვიდან მეორე დღეს ქალბატონი თამარი, რომელიც მისი შვილის საფლავზე მიდიოდა, ხედავს, რომ მიწა იძვრის, ცოცხალია პაპა და შველას ითხოვს. ამ ქალბატონმა გადაარჩინა პაპა.“,- ჰყვება თამარ ბუჩუკური.