გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
გუშინ ლაშა ტალახაძის დაბადების დღე იყო. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 29 წლის გახდა. ლაშას საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა - სპეციალურად მისთვის, სავარჯიშო-საშეჯიბრო ქამარი დაამზადებინა.
„ლაშას დაბადების დღე რომ მოდის ხოლმე, 2 თვით ადრე ვიწყებ ფიქრს, რით შეიძლება გავახარო და ოდნავ მაინც აღვაფრთოვანო ეს მრავლის მნახველი და ყოვლის შემძლე კაცი. ამჯერად, ამ სავარჯიშო-საშეჯიბრო ქამრის შეკვეთა გადავწყვიტე. ლაშა ტალახაძე, წარმატებულ ასპარეზობაში მოგეხმაროს, ძმაო.“ - წერს ჭინჭარაული.