VIDEO: „ისევ მიდიხარ.." - ლევან კბილაშვილის ბოლო შესრულება გამოქვეყნდა

ლევან კბილაშვილი

„...ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები“ - „აკუსტიკამ“ ლევან კბილაშვილის უკანასკნელი, ყველაზე ემოციური შესრულება გამოაქვეყნა. 

31 წლის ლევან კბილაშვილი 21 ივნისს, მოსკოვში გარდაიცვალა. 26 ივნისს კი სამშობლოში დაკრძალეს.

„ჯეოსტარელი“ მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.  მისი მეგობრების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა.

ის „ჯეოსტარში“ მონაწილეობის დროს ავარიაში მოჰყვა, შემდეგ კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას რომ ძვლის პრობლემებიც ჰქონდა.