VIDEO: გეგმა არის ის, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავალთ ერთიან შენობაში რადიოც, ტელევიზიაც და ყველა ის პლატფორმა, რაც ტელევიზიაშია დღეს წარმოდგენილი - ირაკლი კიკვაძე

ირაკლი კიკვაძე

„გეგმა არის ის, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავალთ ერთიან შენობაში რადიოც, ტელევიზიაც და ყველა ის პლატფორმა, რაც ტელევიზიაშია დღეს წარმოდგენილი, ასევე არის საშუალება, რომ შენობას ჰქონდეს თავისი პარკინგი, თავისი კაფე, პავილიონები, ყველა ინფრასტრუქტურა, რაც თანამედროვე ტელევიზიას და მით უმეტეს საზოგადოებრივ არხს უნდა ჰქონდეს...“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.