მუსიკალური შოუ „American Idol“-ის დირექტორი და მისი მეუღლე სახლში გარდაცვლილები იპოვეს
1752615782
მარიკუნა მიქატაძის შვილი, ირინა ქიქოძე მიმართვას ავრცელებს.
„არ მიფიქრია, რომ ოდესმე ამაზე ლაპარაკი მომიწევდა. დედაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ამ ყველაფერს არ ვიცი, სოციალურ მედიაში რატომ უნდა განვიხილავდე... ბევრი რამ მინახავს, კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რაღაც ვიდეო შემხვდა, სადაც გარდაცვალების მიზეზს კითხულობდნენ, ლოგიკურია, როცა ასეთი ვიდეო იდება, რამდენიმე კითხვა წამოიწევა. ამ ვიდეოს ქვეშ ეწერა გარდაცვალების ისეთი მიზეზი, რომელიც ჩემთვის ... არ ვიცი... თან იმდენად უგულოდ და ამაზრზენულად, თავი ვერ შევიკავე და კომენტარს თავად გავეცი პასუხი.
მინდა, გაითვალისწინოთ, სხვებზეც მოქმედებს ეს ყველაფერი, რასაც აკეთებთ... იფიქრეთ, სანამ რაღაცას დაწერთ“, - თქვა ირინა ქიქოძემ.
ვრცლად ↓
@irinaqiqodze ♬ original sound - Iri
შეგახსენებთ, 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.