„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
ზურა კენჭიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში „ზურა ბიძიასა“ და „Mr GOOD“-ის სახელით არის ცნობილი, 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ცოტა ხნის წინ, ტიკტოკზე მისი მორიგი ვიდეო გავრცელდა.
@kargiakargiakargia1971 #SIXSEVENGEORGIAGOODGOOD #FORIYOUGLOBAL #VIRAL67 #FYP ♬ оригинальный звук - MR.GOOD
@kargiakargiakargia1971 ♬ оригинальный звук - MR.GOOD
კენჭიაშვილი მოქალაქეების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. მისი დაკავება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს მოჰყვა, რომლებშიც ის გამვლელებს, მათ შორის არასრულწლოვნებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და მათთან კონფლიქტში შედიოდა.
„ზურა ბიძია“ საზოგადოებისთვის მანამდეც იყო ცნობილი ვიდეოებით, რომლებშიც ბავშვებთან კომუნიკაცია და ფრაზა - „კარგია, კარგია, კარგია“ - ხშირად ფიგურირებდა. მისი ეს ქცევა სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა და განხილვის საგანი.