„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.
მომხდარს ემოციურად იხსენებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
„ის, რაც 29 წლის წინ, ზუსტად ამ საათებში დაიწყო, აღარ იყო ომი, იყო სხვა განსაცდელი... უფრო მძიმე, უფრო სასტიკი, უფრო უცნაური, უფრო დაუჯერებელი, ვიდრე ამისი მიღება და გააზრება ადამიანის გონებას შეუძლია.
ათასობით ქართველი სვანეთის მთებს ფეხით შეუდგა.
მთავარი, რაც იმ თოვლიანმა უღელტეხილებმა მაჩვენა, ჩემივე თავია. ეს გზა თავისებური რენტგენი იყო ყოველი მგზავრისთვის: ვინ ხარ შენ, როგორი ხარ, სად იყავი, სად და რატომ მიდიხარ, რატომ გინდა, რომ იცოცხლო, რას გინდა, რომ შენი სიცოცხლე მოახმარო... ცხოველი ხარ, თუ ადამიანი ხარ.
ამდენი წელი გავიდა და უფრო მკაფიოა ყველა დეტალი: რაღაცნაირი საშიში ელექტრობოძები, იქვე- წითელი ღრუბლები, ენძელები- თოვლში, საკვებად ვარგისი ბალახის ბოლქვი... დამწვარი კუჭი. ტალახი, ჭყაპი, სველი ტანსაცმელი... ნაჭრის კედებში ჩაყინული ფეხის თითები.
ცხედრები ბავშვების, ქალების, მოხუცების, ჯარისკაცების, ცხედრებზე გადაფარებული ცელოფანი ან სამხედრო ქურთუკი... ვერტმფრენი, რომელიც პურს ჩვენამდე ვერ ყრიდა, პური ხრამში ცვიოდა... ხან გამაღიზიანებელი სიჩუმე და ხან - გოდებისა და ვაების შემზარავი ხმა. ცხენოსანი: "აქვეა სოფელი" და ამ დროს, კიდევ 10 საათი, თურმე, ფეხით უნდა იარო.
ვიარეთ... მივედით... გადავრჩით, ვინც გადავრჩით“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.