,,ვერ ავხსნი ამ ემოციას... რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, რომ..." - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

mama gabrieli

ნონა გოგოლაური მამა გაბრიელთან დაკავშირებულ სასწაულზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს სწორედ მისი წყალობით დგას ფეხზე.

„15 წელი მტკიოდა თავი, გადავიღე სურათი და 13 ცალი სიმსივნე იყო თავის ტვინში მიმოფანტული. მეუბნებოდნენ, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ, რადგან აქ ვერავინ მიშველიდა. ბელგიაში წავედი, დამეწყო ტკივილები და კლინიკაში გადამიყვანეს. შემდეგ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და ვეღარ გავიარე. ეს ამბავი 7 წლის წინ მოხდა, წელს ქვემოთ მოვწყდი, 6 თვე ვიჯექი ეტლში. ჩემი მეგობრები მივლიდნენ“, - ამბობს ნონა გადაცემაში.

მისი თქმით, ოჯახის წევრები გააფრთხილეს, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ იყო.

„ერთადერთხელ ვკითხე უფალს, რა დაგიშავე მეთქი. იმ ღამეს გამოცხადებასავით მქონდა, მამა გაბრიელი მკიდებს ხელს, მაყენებს კრესლოდან და მივყავარ რკინის სცენაზე. წინ იდგნენ სასულიერო პირები და მამა გაბრიელმა ხელები მაღლა აღაპყრო ზემოთ და ორი გზა მიჩვენა. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხში სითბო ჩაიღვარა, შემდეგ მეორე ფეხშიც. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ვერ ავხსნი ამ ემოციას“, - ამბობს ნონა გოგოლაური.