,,ბოლოს, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა... გამჭვირვალე სხეული ჰქონდა" - ვინ იყო მამა ვასილი და რას ჰყვებოდა მასზე მამა გაბრიელი

მამა ვასილი

მართლმადიდებელთათვის დიდი მარხვაა . დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა.  თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.

მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება წანდილი.

წმინდა მამები განსაკუთრებულად მკაცრად იცავდნენ მარხვას. ასევე არიან ბერები.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიაში მოღვაწეობდა ახალმოწამე მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა, რომელიც მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა. სამეგრელოში, სოფელ ზუმში ბერის სანათესავო მისი ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალმოწამის საფლავზე გავიდა, მოიგონეს მისი წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა.

მამა გაბრიელი მამა ვასილზე ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".

ამის თვითმხილველი არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი) იყო, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ბეთანიის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც 1956 წელს, მამა ვასილი პირველად ნახა.

"...აი, ეს შიმშილობდა ვასილი, ძალიან მმარხველი იყო", - ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც ვერ მალავდა გაოცებას იმ მძიმე ბერული ღვაწლის გამო, რომელიც ახალგაზრდა მღვდელმსახურმა იტვირთა. "მე მორჩილი ვიყავი", - იხსენებს არქიმანდრიტი თორნიკე.

"მაშინ ვასილი ბერი, მღვდელი იყო. იმასთან შედარებით მე უფრო სხვა ვიყავი. განაგრძეთ კითხვა