აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
გასტროენტეროლოგი, ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტერნეტში უამრავი არაკომპეტენტური რეკომენდაცა ვრცელდება.
„რო წარმოგადგენინოთ რამხელა აბსურდში გამყოფებენ რაღაცა რჯულის პერსონაჟები რომლებსაც უამრავს ხვდებით სქროლვისას, ერთ მაგალითს მოგიყვანთ:
დილით ადრე გამეღვიძა და ვიდეო შემხვდა - ქალბატონი, ძალიან დამაჯერებლად ავითარებდა შემდეგ აზრს: მიტოქონდრიების დაზიანება კიბოს იწვევსო (რა არის მიტოქონდრია რა იცის რეგულარ მსქროლავმა? არცაა საჭირო იცოდეს. ეს სიტყვა მასზე ზეგავლენის მოსახდენადაა ჩაკვეხებული, თორე განა პირდაპირ არ შეეძლო ეთქვა - ესა და ეს რაღაცეები კიბოს იწვევსო? არა, მიტოქონდრიის გავლით უნდა მოგეწოდოთ ეს ინფო რო მთქმელმა ნდობა მოიპოვოს თქვენი და ამის შემდგომ ნათქვამი ყველა სიტყვა უკრიტიკოდ მიგაღებინოთ). ჰოდა, მიტოქონდრიებს მოვუფრთხილდეთო და დაიწყო ჩამოთვლა - ნახშირწყლები შეზღუდეთო, იშიმშილეთო, თუჯის ქვაბები გადაყარეთო, მეტი არც მახსოვს რა თქვა, მოზილა ტყუილ-მართლის ტალახი, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე.
ჰოდა, ვუსმენ ახლა და ველი მიტოქონდრიების ორი უმთავრესი მტრის, რაც მეცნიერულად მართლა დადასტურებულია - თამბაქოსა და ნიკოტინის შესახებ სადმე ბოლოსკენ მაინც თუ მეტყვის რამეს ავტორი და თქვენც არ მომიკვდეთ, ხმა, კრინტი, ჩქამი ))
სერიოზული ეჭვი მიჩნდება რომ მთელს ამ ქოუჩინგ-ფუნქციურმედიცინა-“ექიმებიამასგიმალავენ”-ჰომეოპათია ხალხს ფილიპ მორისი აფინანსებს. მე რო ვიყო თამბაქოსა და ალკოჰოლის ლობისტი, ამ ტაქტიკას ავარჩევდი - საინფორმაციო ველს ათასი შტერობით გავაჯერებდი რო ხალხს ეფიქრა ყველაფერი თუ მავნეა, მოვწევ მაშინ რა უჭირსო. ეს ფიქრი თქვენც გაგიელვებდათ მსგავსი ინფოების გაგებისას, არა? ))
ჰოდა, უნივერსალური ჯანმრთელობის რეცეპტი დღეს გამოიყურება შემდეგნაირად:
1. არ მოწიო
2. არ დალიო
3. აკონტროლე წონა
4. ივარჯიშე
5. აკონტროლე საინფორმაციო ჰიგიენა, თორე მოგკლავს ეგ ხალხი, მართლა. თან მადლობებსაც მოგახდევინებენ სიკვდილის წინ",- წერს ზარქუა.