თუ მსგავსი თოჯინა გაქვთ ნაყიდი, არ მისცეთ ბავშვს - მომხმარებელთა უფლებების ცენტრი მიმართვას ავრცელებს

თოჯინა

მომხმარებელთა უფლებების ცენტრი მიმართვას ავრცელებს:

„ევროკავშირმა ბაზრიდან ჩინეთიდან იმპორტირებული თოჯინები ამოიღო!

რისკი: თოჯინებში აღმოჩენილია საშიში ქიმიური ნივთიერება – რომლის შემცველობა 55%-ს აჭარბებს. 

ეს ქიმიკატი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და შესაძლოა რეპროდუქციულ სისტემაზე მავნე ზეგავლენა მოახდინოს

პარტიის ნომერი: HD-5685ტიპი / მოდელის ნომერი: 3-144-60შტრიხკოდი: 8596595416507

თუ მსგავსი თოჯინა გაქვთ ნაყიდი, არ მისცეთ ბავშვს!

გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვა მშობლებმაც იცოდნენ!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა:https://ec.europa.eu/.../webReport/alertDetail/10094884...