გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ვაშლიჯვარში, სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, პირს დაზიანებები მიაყენა, მე-8 სართულიდან გადააგდო და ლიფტის შახტში დაწვა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებულ მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა, სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს, შემდეგ მერვე სართულიდან გადააგდო ეზოში და ლიფტის შახტში დაწვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.