გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

ვალერი მათიაშვილი

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია.

მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრი, 32 წლის ვალერი მათიაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი წლებია სოფელში სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული.
ვალერი მათიაშვილი სახლიდან გუშინ, სავარაუდოდ, სავარჯიშოდ გავიდა და აღარ დაბრუნდა.

ოჯახმა მათიაშვილის ავტომობილს გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე მიაგნო, სადაც მოგვიანებით, ცხედარიც იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცს ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.