"თუ მამაკაცს არ უნდა, დილის 9-ზე გახვიდე სახლიდან და საღამოს მოხვიდე, მაშინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არაფერი მოგაკლოს..." - ვიქტორია მელნიჩუკი

ვიქტორია მელნიჩუკი

ვიქტორია მელნიჩუკი გავლენიანი ინფლუენსერია, რომელმაც აჭარის რეგიონს უდიდესი პოპულარიზაცია გაუწია. უკრაინული წარმოშობის გოგონა პროექტ "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულია, რომელმაც მისი გამომწერების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. 75 დღეში მის მიერ შექმნილი კონტენტი 300-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, მაგრამ წარმატებას მოჰყვა მეგობრების დაკარგვაც. 

ვიქტორია "მადისაღმძვრელი პოდკასტის" სტუმარი იყო, სადაც მის საქმიანობაზე ისაუბრა. როგორც მან გადაცემაში განაცხადა კონტენტს მეუღლესთან გიორგისთან ერთად ქმნის. 

"შეიძლება ბევრი რაღაც იდეა მომდის, მაგრამ ვიდეოში აზრი სწოერად რომ იყოს გადმოცემული გიორგი ამას აკეთებს. მისი წვლილი უფრო დიდია ჩემს კონტენტში" - განაცხადა ვიქტორიამ. 

ინფლუენსერმა გადაცემაში ასევე, თქვა როგორ დაიწყო თანხის გამომუშავება სოციალური ქსელის მეშვეობით. 

თავდაპირველად ის რესტორნებში დადიოდა, კერძებს სინჯავდა და თითო რეკლამაში 300 ლარს იღებდა, პროექტში გამარჯვების შემდეგ კი გაიზარდა როგორც მისი გამომწერების რიცხვი, ასევე შემოსავალიც. 

"კონკურსი რომ არა მე არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ ახლა. თუნდაც ადამიანების გაცნობა, აქამდე არავის ვიცნობდი. ბევრ ადამიანთან შევედი კონტაქტში. უფრო მორცხვი გავხდი... გამომწერების რიცხვის გაზრდამ ცალკე შეცვალა ჩემი ცხოვრება. როცა ხალხი მხვდება და მეუბნება რა კარგი საქმე გააკეთე აჭარისთვისო, ეს მახარებს. პროექტი როცა დავიწყე მაქსიმუმ 10 000 გამოწმერი მყავდა ტიკტოკში, ინსტაგრამზე და ფეისბუქზე საერთოდ არც მაქვს საუბარი. 300 ლარიდან დავიწყე რეკლამის გაკეთება, პირველი შეკვეთა როცა მივიღე, ვამბობდი ღმერთო, ფული გადამიხადეს, შემოსავალი გამიჩნდა-მეთქი. პროექტის დროს არ ვიღებდი რეკლამებს, რომელიც არ ჯდებოდა პროექტის თემატიკაში. 300 ლარიდან ჯერ 500 ლარამდე, შემდეგ 1000 ლარამდე გავზარდეთ თანხა, ახლა კი სადღაც 2000 ლარამდე ავედი"-განაცხადა ვიქტორიამ.

ცნობილმა ინფლუენსერმა გადაცემაში სტუმრობისას მეუღლეზე გიორგი კოღუაშვილზეც ისაუბრა.

"ჩემი ქმარი არის ჩემი მეგობარი. ჩემი ქმარი ჩემთვის ყველაფერია. ძალიან სწრაფად ვნებდები, გიორგი რომ არ მყავდეს მილიონი საქმე მექნებოდა დაწყებული და არცერთი დამტავრებული. გიორგისთან ერთად შემიძლია წავიდე კლუბში, დასასვენებლად, საჭორაოდ და ა.შ. ამიტომ არასოდეს მიგრძვნია მეგობრების საჭიროება. ვხვდები ეს საჭიროა, მაგრამ გიორგი ყველაფერს მივსებს და თან ისე გამიცრუეს იმედები ადამიანებმა არც მჭირდება არავინ. დაც მყავს და გიორგის ოჯახიც. მე გიორგიზე თავისუფლად შემიძლია ვტქვა, გიორგი არის საოცარი ქმარი. დარწმუნებული ვარ ბევრი კაცი არ გააკეთებს იმას, რაც გიორგიმ გააკეთა ჩემთვის. თუ მამაკაცს არ უნდა შენ დილის 9-ზე გახვიდე სახლიდან და საღამოს მოხვიდე, მაშინ უნდა აიღოს თავზე პასუხისმგებლობა სამსახურიდან უნდა წამოხვიდე, დაჯდე სახლში და არაფერი არ დაგაკლოს" - განაცხადა ვიქტორიამ.