თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა

აშშ

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

შეუძლოდ გახდა მამაკაციც,  რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიცია იმყოფება.