ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც ემოციურ დაღლილობაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:
„თუ დილით იღვიძებ დაღლილი, ეს პოსტი შენთვისაა… საინტერესო დაკვირვებაა…
ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ერთი და იგივე ფრაზა მესმის: “არაფერი მტკივა, მაგრამ ენერგია აღარ მაქვს…“ ანალიზები ნორმაშია.. გული წესრიგშია.. ინსულინი და წნევა ნორმალურია, მაგრამ ადამიანი დილით უკვე დაღლილი იღვიძებს.
სამედიცინო თვალსაზრისით ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს:
ფარისებრის პრობლემა
D ვიტამინის ან B12-ის დეფიციტი
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
რკინის ნაკლებობა
ძილის ხარისხის პრობლემები
ქრონიკული სტრესი
ნერვული სისტემის გადაღლა
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფენა… ადამიანი შეიძლება ფიზიკურად კი არ იყოს დაღლილი, არამედ ემოციურად იყოს გამოფიტული.. როდესაც წლებია ყველას პრობლემას ატარებ… ყველას უსმენ… ყველას ეხმარები… ყველასთვის ძლიერი ხარ… და საკუთარ თავს ვეღარ უსმენ… სხეული იწყებს ენერგიის დაზოგვას.
თითქოს გეუბნება: “გაჩერდი! მე აღარ შემიძლია ამ ტემპით ცხოვრება.“ ყველაზე დიდი დაღლილობა ხშირად სამუშაოსგან კი არა… არამედ იმ ცხოვრებისგან მოდის,
რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე ძალით ირგებს.
თუ მუდმივად დაღლილი ხარ, ჯერ გამოიკვლიე ჯანმრთელობა. მაგრამ ამის შემდეგ საკუთარ თავსაც ჰკითხე: როდის ვიყავი ბოლოს ბედნიერი ისე, რომ ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ მქონდა ზოგჯერ ეს კითხვა უფრო მეტ პასუხს იძლევა, ვიდრე ბევრი ანალიზი...",- წერს ჯანდიერი.