კლინიკური გარღვევა ონკოლოგიაში: პრეპარატმა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეები სრულად გააქრო
1780413650
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
პროცესთან დაკავშირებით, პროკურორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა მოწმე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ფუნქციონირებდა ქოლცენტრი.
"მოწმემ დეტალურად ისაუბრა ქოლცენტრის საქმიანობასა და მის მეწილეებთან დაკავშირებით. ისაუბრა თუ როგორ ფუნქციონირებდა ქოლცენტრი.
ასევე, მისი ინფორმაცია რაც ხელთა გააჩნდა და რის გამოც მშვიდად იყვნენ ქოლცენტრის თანამშრომლები რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ, რა იყო ამის საფუძველი, და რომ ეს იყო სუს-ის მხრიდან მფარველობის საკითხი. მისთვის კარგად ცნობილი იყო გვარი ლილუაშვილი.
ეს მოწმე არის პირდაპირი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი პირი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, სასამართლო დაეყრდნობა განაჩენის გამოტანისას", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება, რაც 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.