წყალი 12 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და აღდგენის დრო

წყალი

კრწანისი რაიონში, აბესაძის და აფხაზის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება შეუწყდება საღამოს 22:00 საათიდან და აღდგება 29 იანვრის დილის 10:00 საათზე.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 1/28/2026 22:00 დან 1/29/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აბესაძის N1-19 (კენტებს), N2-14 (ლუწებს), აბესაძის მე-2 ჩიხს, კოტე აფხაზის N 1-25 (კენტებს), N 2-16 (ლუწებს); ივერიის N1-7 (კენტებს), ივერიის ჩიხს და კალისტრატე ცინცაძის N 2-4 (ლუწებს), N 1-7 (კენტებს) ქუჩებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.