1769540049
უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატი: 6 თვეში უკრაინა ნახევარ მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა
6 თვეში უკრაინა ნახევარ მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა. ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრმა, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, სერგეი ნაგორნიაკმა განაცხადა.
„ციფრები ჩვენთვის ძალიან საშინელია. საუბარია მხოლოდ ამ ბოლო 6 თვეზე, ყოველ შემთხვევაში, თავად მესაზღვრეების შეფასებით, ქვეყნიდან საზღვარგარეთ სადღაც ნახევარ მილიონზე მეტი ახალგაზრდა წავიდა“, - აღნიშნა მან.
„ახლა ვარშავა და კიევი ერთმანეთისგან მხოლოდ შუქისა და სითბოს არქონით განსხვავდებიან. ვარშავაში უკრაინელების რაოდენობა დღეს უზარმაზარია. პრაქტიკულად ნებისმიერ რესტორანში, კაფეში, მაღაზიაში, ან როცა ტაქსს იძახებ, ყოველი მეორე ტაქსისტი უკრაინელია. და ეს ახალგაზრდა ხალხია“, - განაცხადა ნაგორნიაკმა.











