1692302192
თსუ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 9 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 2 დღე დარჩათ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი საშემოდგომო მიღების ფარგლებში 389 სტუდენტს მიიღებს 12 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
· Front-end დეველოპმენტი - თბილისი/ქუთაისი
· საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი
· სკოლამდელი აღზრდა - თბილისი/ქუთაისი
· ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი
· საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი
· ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი -
· თბილისი/ქუთაისი
· საწყობის ოპერირება - ქუთაისი
· ტვირთების ექსპედირება - ქუთაისი
· ბუღალტრული აღრიცხვა - ქუთაისი
ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებმა 9 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ პორტალზე https://vet.ge/ . აპლიკანტების ასაკი შეუზღუდავია.
თსუში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.












