გასაყიდად გამოჩნდა 10 000-ზე მეტი ქალის ინტიმური ფოტო და პირადი მონაცემი - დაწყებულია გამოძიება
1791487680
2026 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების რამდენიმე განსხვავებული პროგრამა მოქმედებს. ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნაწილი კი თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში.
სახელმწიფოს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ელექტროენერგიისა და წყლის საფასურის სუბსიდირებას გარკვეული სოციალური ქულის მქონე ოჯახებისთვის, ხოლო თბილისის მერიის პროგრამა დამატებით აფინანსებს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებს.
რას აფინანსებს სახელმწიფო
საქართველოს მთავრობის 2022 წლის №52 დადგენილებაში 2026 წელს შეტანილი ცვლილებებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების რამდენიმე განსხვავებული წესი მოქმედებს.
ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 150 000-ს არ აღემატება
ამ კატეგორიის ოჯახებისთვის სახელმწიფო ყოველთვიურად აფინანსებს არაუმეტეს 200 კვტ.სთ ელექტროენერგიას, თითოეულ კილოვატსაათზე 8.5 თეთრის ოდენობით.
საქართველოს რეგიონებში ეს შეღავათი მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
თბილისში კი იგივე კატეგორიის ოჯახებისთვის სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს 2026 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი ეხება 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს. თბილისის შემთხვევაში პროგრამა სწორედ აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდზე ვრცელდება.
ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია
70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სახელმწიფო სუბსიდიის წესი განსხვავებულია და თბილისში ეს კატეგორია მთავრობის ამ კონკრეტული ელექტროენერგიის პროგრამიდან გამონაკლისია. მოქმედი დადგენილების მიხედვით, თბილისის გარდა, ასეთი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდია განისაზღვრება 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ ტარიფს შორის სხვაობით, რასაც დამატებით 1 კვტ.სთ-ზე 8.5 თეთრი ემატება.
თბილისში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის საკითხი თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების პროგრამით რეგულირდება... სრულად