1692302192
აშშ-ის პროკურატურამ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს ადამიანების წამებისთვის ბრალი წაუყენა
აშშ-ის პროკურატურამ ვენესუელას ყოფილ ლიდერს, ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს ადამიანების წამებისთვის ბრალი წაუყენა.
პროკურორების განცხადებით, ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს აწამებდნენ, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, პროკურორების ცნობით, მადურომ 2013 წელს ვენესუელელი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრების ბრძანება გასცა, რომელიც მისი თქმით, გადატრიალებას გეგმავდა. მადუროს დავალებით, ვენესუელას სამხედრო კონტრდაზვერვის დირექტორატის წევრებმა შემდეგ ოფიცერი დაკითხეს, დაახლოებით 20-ჯერ დაადეს ელექტროშოკი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელებითა და ფეხებით ჩამოკიდეს.
ბრალდების დოკუმენტში ნათქვამია, რომ წამების მსხვერპლთა შორის აშშ-ის სამი მოქალაქეც იყო, რომელთა ვინაობა სასამართლო დოკუმენტებში არ არის მითითებული. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ამერიკელს რვათვიანი პატიმრობის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
მედიის ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი 2027 წლის პირველ ივნისს არის დაგეგმილი.
მადუროს ბრალი თავდაპირველად ნარკოტერორიზმსა და კოკაინის იმპორტისთვის წაუყენეს.
ვენესუელას ყოფილი ლიდერი და მისი მეუღლე ბრალდებებს უარყოფენ.












