„ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც ერთმანეთს ერთი წლის მონატრებულ სიტყვებს ვეტყვით...“ - გია მურღულია აღდგომის დღესასწაულზე

გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღუალია სოციალურ ქსელში აღდგომის დღესასწაულის შესახებ წერს.

„დღეს, ჯვარცმის შემდეგ და აღდგომის წინ, ჩვენში, ქრისტიანებში, ორი გრძნობა თუ განწყობა ეზავება ერთმანეთს: თავზარდამცემი ტკივილი და მაცოცხლებელი მოლოდინი - რაღაც აღსრულდა და რაღაც იწყება.ორივე ღირსებითა და სიყვარულით უნდა მივიღოთ, რადგან სწორედ ასე მოიტანა ჩვენამდე მაცხოვარმა.ამაღამ ანგელოზები მხსნელს ოსანას უგალობებენ და ეს მარადიული გალობა იქნება, რომელსაც არავითარი ეჭვი და განდგომა არ მოსდევს - როგორც ეს 20 საუკუნის წინ მოხდა. დიდი და შეუდარებელი სიხარული გვიახლოვდება.და ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც ერთმანეთს ერთი წლის მონატრებულ სიტყვებს ვეტყვით:- ქრისტე აღსდგა!“ - წერს მურღულია სოციალურ ქსელში.