რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 7 წლის განმავლობაში – ასტროლოგის მიმართვა
1779472897
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოვალეობას დროებით მისივე პირველი მოადგილე შეასრულებს.
„სამწუხაროდ, შესანიშნავად გაწეული მუშაობის შემდეგ, ტულსი გაბარდი 30 ივნისს დატოვებს ადმინისტრაციას“, - წერს დონალდ ტრამპი.
პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება გაბარდის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
„მის საოცარ მეუღლეს, აბრაამს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. ტულსის, სრულიად სამართლიანად, სურს მის გვერდით იყოს, რათა დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა, სანამ ისინი ერთად გადიან ამ რთულ ბრძოლას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის მალე იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დაზვერვის მოქმედ ხელმძღვანელს გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ გუნდი მის ნაკლებობას ნამდვილად იგრძნობს: „ტულსიმ წარმოუდგენლად დიდი სამუშაო შეასრულა და ჩვენ ის მოგვენატრება“.