ცნობილია საქართველოს ადგილი Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს

პასპორტი

Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.

2026 წლის მდგომარეობით, საქართველოს პასპორტის სიძლიერის რეიტინგი 33-ს შეადგენს, მაშინ როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 59 იყო, 2016 - 57, 2017 წელს - 45, 2018 წელს - 40, ხოლო 2019 წელს - 39.

საქართველოს მოქალაქეს ვიზის გარეშე მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 79-ში შეუძლია მოგზაურობა. მსოფლიოს 50 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელს ვიზის აღება ადგილზე შეუძლია, ხოლო 4 ქვეყანაში - ელექტრონული წესით.

საქართველო პასპორტის რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს.