ცნობილია, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში

ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი ცვალებადი იქნება.

17 სექტემბრიდან ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს, კვირის ბოლოს კი ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

18 სექტემბერი - ტემპერატურა მცირედ დაიკლებს. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. თბილისში დღისით დაახლოებით +27 გრადუსია მოსალოდნელი.

19 სექტემბერი - კვირის ერთ-ერთი ყველაზე არამდგრადი დღე იქნება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია წვიმა და ელჭექი. თბილისში ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსამდე დაიკლებს.

20 სექტემბერი - ნალექიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება ცალკეულ რაიონებში. თბილისში დღისით დაახლოებით +26 გრადუსია მოსალოდნელი.

21 სექტემბერი -  ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ცალკეულ ადგილებში ღრუბლიანობა შენარჩუნდება. თბილისში ტემპერატურა დაახლოებით +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

22-23 სექტემბერი - კვირის ბოლოს ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა კი სექტემბრისთვის დამახასიათებელ ნიშნულებზე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, მომდევნო დღეებში ყველაზე შესამჩნევი იქნება ტემპერატურის კლება და ამინდის არამდგრადობა, განსაკუთრებით 19-20 სექტემბერს.