ცნობილია, როდიდან დაიწყება სკოლის ატესტატების გაცემა

ატესტატი

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 22 ივნისიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

ატესტატის ჩამოტვირთვა ელექტრონული პორტალიდანაც იქნება შესაძლებელი.