ოქრო იაფდება - რა ღირს გრამი საქართველოში

ოქრო

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ იაფდება. 1 უნცია ოქროს ღირებულება 70 დოლარით შემცირდა და 4 156 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებზე დაყრდნობით, დღიურად ძვირფასი ლითონის ფასი 1.7%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 7%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს,  1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 364 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 368 ლარი იყო.