ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული ქალის ვინაობა

ავარია

გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი, გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა - ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ შემთხვევა კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.