ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
პროექტის მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე გაეცნო.
ამ დროისთვის ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სადემონტაჟო სამუშაოები და ასაქცევი მილის მოწყობა მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება სათავე ნაგებობის ჩამკეტი ფარებისა და ურდულების შეკეთება-შეცვლა, ქვიშის ახალი დამჭერისა და ფილტრაციის ახალი ნაგებობის მშენებლობა, სათავე ნაგებობაზე თევზსავალის მოწყობა.
სამუშაოების დასრულების შედეგად სრულად რეაბილიტირებული წყლის გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს ბათუმის მდგრად წყალმომარაგებას, ხოლო თანამედროვე მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ოპერირების პროცესს.