ცნობილია, გარდაბანში მძიმე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

ფოტო

გარდაბანში მომხდარ საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ხოლო 2  ახალგაზრდა გარდაბნიდან იყო.

ტრაგიკულად დაიღუპნენ ძმები - შამილ და კამილ ალიევები, ასევე ალი და საჰილ ჯალილოვები.

არსებული ინფორმაციით, კამილი 19 წლის იყო, შამილი კი 17-ის. ცნობილია, რომ ძმებმა მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგეს და ბებია-ბაბუის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდნენ.

შამილი რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, ხოლო კამილი სპორტით იყო დაკავებული.