VIDEO: ბენზინგასამართ სადგურზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მაღაზია ჩაიტანა (უცხოეთი)
1770130210
ბორჯომში დღეს მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ბიჭი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის საათებში მოხდა.
მოკლული 24 წლის ახალგაზრდა ბორჯომელი დათო ხაჩიძეა. ის ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. მკვლელობის მოტივი უცნობია.
ხაჩიძეს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყანეს. ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
"შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში, მძიმე დაზიანებებით, ჰქონდა სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები, სამწუხაროდ ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - თქვა კლინიკის წამომადგენელმა.
მომხდარზე პოლიციამ 17 წლლის ბიჭი დაკავა.




