ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1766691515
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობით, გარდაიცვალა სტუდენტი რუსა მეტრეველი.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, რუსა მეტრეველის გარდაცვალების გამო. ეს არის უმძიმესი დანაკარგი მთელი ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ თანაკურსელებს, მეგობრებს და ლექტორებს. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.