კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ჯემალ მაზიაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონ ჯემალს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო; მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრის სცენებზე შესრულებული აქვს მრავალი დასამახსოვრებელი როლი. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.