რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - სპეციალისტის რჩევა
1766681310
ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 58 წლის ბექა კვანტაშვილი წარმოშობით ქალაქ ახმეტიდან იყო და ევროპაში საცხოვრებლად ბოლო რამდენიმე წელია გადავიდა.
ახლობლების ინფორმაციით, ის მძიმე სენს ებრძოდა.
მეგობრის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ადგილობრივები.
„კიდევ ერთმა კარგმა კაცმა დაგვტოვა. ბექა კვანტაშვილი ესპანეთში ცხოვრობდა ბოლო წლები, იქაც თავისი პატარა საქართველო ჰქონდა. ვუსამძიმრებ ოჯახს“. - წერს ზაქარია მამაგულაშვილი.
ემიგრანტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე ოჯახი ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართავს.
ბექა კვანტაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.