,,ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც... მეწვის გული და სული, ისე მენანები..." - ემოციური პოსტი

გიო ბუთქუ

,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

,,მესამედ გავარდა მეხი ჩვენს ქუჩაზე... მესამე უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქუჩის და სოფლის...
პირველი მეხის გავარდნა შადიმანის სიკვდილი იყო...
მეორე, მარინა...

ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც... ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს...
მთელი ქუჩა დავმუნჯდით მაშინაც და დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ის ტკივილი გადაგველახა...
ის მომენტი იყო, ხმამაღალი საუბარი, გაღიმება და სიხარულიც რომ გერიდებოდა ადამიანს.

ახლა, მესამედ შენით გავარდა მეხი გიო... მთელი ქუჩა და სოფელი გტირის. ჩვენი ქუჩის ბიჭები სულ თავს დაგტრიალებენ... ჩემს თორნიკეს ცრემლი არ შეშრობია თვალზე...

დარწმუნებული ვარ, თითოეული გაიღებდა თავის წილ პატარა სიცოცხლეს, შენ რომ გშველიდეს გიო...  ბუთქუ..

სახლში ყოფნის ბოლო დღე გაქვს დღეს ბიჭო... მერე სხვა სამყაროში გადასახლდები...

მართლა მეწვის გული და სული, ისე მენანები...
უბედური დედაშენი...

სიკვდილი არაა საშიში, საშიში ისეთი სიცოცხლე ყოფილა, სიკვდილს რომ განატრებინებს...
მხოლოდ უფალი და დედაღვთისა თუ მისცემს დედაშენს ძალას, ამ დიდი ტკივილის დათმენის, თორემ ნებისმიერი ადამიანური სიტყვა და ნუგეში აქ უძლურია...

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ბუთქუ... მშვიდობით არა, ნახვამდის", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.