წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
აქტიური ციკლონის გავლენის შედეგად, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასებს ავრცელებს საქართველოს ტერიტორიაზე - 17 დეკემბრამდე მოსალოდნელია არახელსაყრელი ამინდის პირობები - წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
„13-16 დეკემბერს, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლისა და ქარბუქის სახით. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ტალღის სიმაღლე 5 ბალი.ტემპერატურა უფრო დაიკლებს და წინ ცივი დღეები გველოდება, მაგრამ ჩვენს დიდებულ ქალაქებში თოვლი მოსალოდნელი არ არის, ითოვებს მხოლოდ ზამთრის კურორტებზე.გთხოვთ გაითვალისწინოთ პროგნოზი და მოემზადოთ ჩვეულებრივი ზამთრის პირობებისთვის.• მთაში ავტომობილით გადაადგილებისას გამოიყენეთ ზამთრის საბურავები.• გაითვალისწინეთ, რომ ხილვადობა იქნება შემცირებული.“ - წერს მეტეოროლოგი.