1750699583
„თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნესფორუმზე უმასპინძლა. პერსონალიზებული მიდგომა, ექსკლუზიური ფასები, სრული ტექნიკური მომსახურება და ავტოპარკის მართვა ერთიანი სისტემის ფარგლებში - პრეზენტაციაზე კომპანიებს იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ჰოლდინგის ახალი მიმართულება „თეგეტა ბიზნესი“ აერთიანებს.
მხარდამჭერი ინიციატივა კორპორაციული მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ახალი მიმართულება მთლიანად ბიზნესსექტორზეა მორგებული და გათვალისწინებულია როგორც ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ისე სამშენებლო და სხვა სექტორებისთვის, რომლებსაც ავტოპარკის გამართულად და ეფექტიანად მართვა სჭირდებათ. შატო მუხრანში გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:
„მოხარულები ვართ, რომ ბიზნესებს ჩვენი ახალი მიმართულება დეტალურად გავაცანით. „თეგეტა ბიზნესისთვის“ სრულიად განსხვავებული მიდგომაა, რომლის საშუალებითაც კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მოვლის ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და ყველაზე ხარჯთ ეფექტურ გზას ვთავაზობთ. „თეგეტა“ უკვე აღარ არის მხოლოდ პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი — ის ხდება ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ავტოპარკის გამართულობაზე ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისათვის. მთელი ჩვენი კონცეფცია სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
ჩვენც ერთი პატარა მაღაზიით დავიწყეთ და ზუსტად ვიცით ბიზნესის ყველა საჭიროება. ხოლო როგორც რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერს, გვაქვს პროფესიული გამოცდილება, ვიყოთ მათი მრჩევლები, შევთავაზოთ გადაწყვეტა, რომელიც მათი ავტოპარკის ფლობის ღირებულებას გააეფექტურებს და ავტოპარკის გამართული მუშაობით ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტობას“.
ბიზნესფორუმზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ ბრიტანული და იაპონური ბრენდების Shell-ისა და Bridgestone-ის წარმომადგენლები. „თეგეტას“ მრავალწლიანი პარტნიორები ჰოლდინგის წამოწყებაში აქტიურად არიან ჩართულები. უცხოელმა სტუმრებმა ღონისძიების დამსწრეებს შეთავაზების შესახებ თავადაც გაუზიარეს ინფორმაცია. „თეგეტას“ ახალი ბიზნესმიმართულების ფარგლებში მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენას ექსკლუზიურ ფასად „თეგეტას“ ნებისმიერ ფილიალში შეძლებს.
„შატო მუხრანში“ გამართულ ღონისძიებაზე საგამოფენო სივრცეც მოეწყო, სადაც მონაწილეებს დეტალურად წარუდგინეს „თეგეტას“ პორტფელში არსებული ბრენდების პროდუქტები. ასევე გააცნეს ინოვაციური პროდუქტები, PPK - ფასი კილომეტრზე და TCO- - საერთო ფლობის ღირებულება და მათი შედეგები თანამედროვე ბიზნესმიდგომების გათვალისწინებით. შეხვედრაზე ბიზნესსუბიექტებს ინდივიდუალური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
„თეგეტა ბიზნესისთვის“ უკვე ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ისარგებლონ მომსახურების სხვადასხვა პაკეტით, რომელიც მათ სპეციფიკაზე მორგებულ პირობებს აერთიანებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ განაგრძობს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების დანერგვას და ქმნის ბიზნესგარემოს, რომელიც კომპანიების საქმიანობის უწყვეტობასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.
„თეგეტა ბიზნესისთვის“ მოიცავს:
• ფლიტ მენეჯმენტის სერვისს — ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
• TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს — ავტოპარკის პატრონობის ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
• PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს — უნიკალურ შეთავაზებას — მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის საფასურს, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
• ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
• პრაიმ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
• მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.