ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ისრაელის დროშა

ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ, ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით, ან იორდანიით, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„იორდანიის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, საზღვარი გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing: 08:00-20:00 ან The Jordan River crossing: 09:00-16:00 სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით, ავტობუსით ან მატარებლით. ისრაელის დატოვების დროს მოქალაქე იხდის 122 შეკელს, რაც არის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელი. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ, თანხა შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. საზღვრიდან ამანამდე გადის ტაქსი, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი. The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით ორი საათის გზა, The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე კი არის დაახლოებით ოთხი საათის გზა. ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით საქართველოში და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით გაფრენა. გაფრთხილება: იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება, დისკომფორტი – დიდი რიგი.

ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, საზღვარი გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო-გამშვები პუნქტით. მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით, ავტობუსით ან მატარებლით. ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ. ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი.  საზღვრიდან შარმ ელ-შეიხამდე გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი, გზა – დაახლოებით 2.30 საათი. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გაფრენა საქართველოში, არის პირდაპირი რეისები. დისკომფორტი – დიდი რიგი და ბევრი კითხვა ისრაელის მესაზღვრეებისგან და უსაფრთხოების ოფიცრებისგან“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს ინფორმაციაში.