„საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება

გამოკითხვა

"საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების" საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება.

2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდთან დაკავშირებით, ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება სოფელ წაღვლის ორი მკვიდრი. ისინი უწყებას მიაწვდიან ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.

მათი განცხადებით, საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ სარგებლობენ ტყით და მიმდებარე ტერიტორიით. საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე.

"დაიკარგა ტერიტორია, დაიკარგა მიწები და ეს იყო. ხე-ტყით, საძოვრებით ვსარგებლობდით - დაიკარგა", - აცხადებს გამოკითხვაზე დაბარებული ერთ-ერთი პირი.