„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
კრემლში პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ "არაპროვოცირებული აგრესიის აქტი" განხორციელდა, რასაც "გამართლება არ აქვს."
თავის მხრივ, ირანის საგარეო მინისტრმა ისაუბრა რუსეთსა და ირანს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე. კრემლის პრეს-სამსახურმა შეხვედრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და უკმაყოფილება გამოთქვა მოსკოვის მხარდაჭერის დონით. სააგენტომ ინფორმაცია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.