„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
„რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – +966 55 713 6346
საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოში და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზს“, – ნათქვამია საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.