გული ვერ უძლებს ყველაფერს... - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1780164886
მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში მადლობას იმ ადამიანებს უხდის, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას დადებითი კომენტარებით უპასუხეს.
„მადლობა ტკბილო ქართველებო, ადამიანებო, მეგობრებო, მშობლებო, ბავშვებო… თქვენმა სიყვარულმა მე, გულის გახეთქვას გადამარჩინა… ვერ წარმოიდგენთ რამხელა შვება, გადარჩენა და სიცოცხლის ძალა ხართ თქვენ ჩემთვის. მადლობა გვერდში დგომისთვის და უპირობო სიყვარულისთვის. ღმერთს მადლობა, რომ ასეთები მყავხართ… თქვენ, რომ არა, მე მოვკვდებოდი…“ - წერს თეა დარჩია.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თეა დარჩიას ცეკვის სტუდიიდან რეპეტიციის კადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიდეოში მოცეკვავე მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს, უხსნის, თუ რა ენერგია და მუხტი უნდა ჩადონ თითოეულ მოძრაობაში. ამ კადრებს ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან კრიტიკული კომენტარების ტალღა მოჰყვა - ბევრმა თეა დარჩიას სწავლების მეთოდი და კომუნიკაციის ფორმა დაუწუნა.
თუმცა, კრიტიკის პარალელურად, მოსწავლეების მშობლებისგან თეას მისამართით მხარდამჭერი კომენტარებიც მოჰყვა.
"არ ვწერ იმიტომ, რომ ტროლების და ბოროტი ადამიანების ღვარძლიან აზრებს და კომენტარებს გავეჯიბრო ან ვუპასუხო. უბრალოდ მაინტერესებს, ამ უცხო ადამიანებმა რა ცუდი მოპყრობა და ბულინგი დაინახეთ? შენიშვნა და შექება აუცილებელია. ჩვენი შვილები და ჩვენც წლებია დავდივართ ამ საოცარ გარემოში. ჩვენ ყველას იქ გვყავს შვილები, სადაც უნდა გვყავდეს. იქ ვსწავლობთ სიკეთის გაცემას და სამშობლოს სიყვარულს ცეკვასთან ერთად. ეს გარემო აპოლიტიკურია, გაეშვით ბავშვებს," - წერს ერთ-ერთი მშობელი.