თბილისში 6 560 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

გაზი

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 6 560 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება ვაზისუბნის, ვაკის, საბურთალოსა და წყნეთის მოსახლეობის ნაწილს.

როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად - 18:00 საათამდე აღდგება.