15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დაკარგულია 15 წლის მოზარდი. ბოლოს დააფიქსირა საირმის ქუჩაზე კამერამ 21:59-ზე, ხელოვნების სკოლასთან. ამის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს.
ტელეფონი გამორთულია და ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ ვინმეს: გინახავთ, შეგიმჩნევიათ ან გაქვთ კამერის ჩანაწერი, ან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.
ტელ: 593 225 123; 593 74 04 84 ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიარეთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.