თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

კი

თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც შანტაჟსა და მისი კომპანიის განადგურებაზე საუბრობს.

,,ჩემი პოზიცია უნდა გითხრათ და ვფიქრობ, რომ ადრესატთან მივა ძალიან მარტივად. ამ თემას ბოლოჯერ ვეხები და წერტილს ვუსვამ. უბრალოდ ჩემი პოზიცია უნდა იცოდეთ.

 შეიძლება არავინ არ მყავდეს არც მთავრობაში, არც პოლიციაში, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობრები და გამომწერები მყავდნენ, მაგრამ არ ვთვლი ჩემს თავს სუსტად, არ ვთვლი გოგოდ თავს, რომელსაც შეიძლება რაღაცის მუქარამ შეაშინოს. სულ ნულზე რომ დავრჩე და გამინადგურონ ჩემი კომპანია, ან ყველაფერი წამართვან, არ მეშინია ნულიდან აღვდგე და ავაშენებ. აბსოლუტურად არაფრის არ მეშინია, ჩემთან შანტაჟით საუბარი, ამ ცხოვრებაში არის ყველაზე ცუდი მეთოდი. არაფერს არ ვაკონკრეტებ, არავის არ ვეხები, არავისზე არ ვსაუბრობ. მინდა იცოდეთ, მათ ვისაც ეს ვიდეო ეხება, კარგად შემომხედოთ, იცით და მიცნობთ, მე როგორი ადამიანი ვარ, როგორი კეთილი გული მაქვს, როგორ მიყვარს ადამიანი და ცხოველები, როგორ შემიძლია ადამიანს მხარში ამოვუდგე, მაგრამ ისიც კარგად იცით, სულიერად როგორი ძლიერი ადამიანი ვარ. არარსებულია მე ვიღაცამ დამაშანტაჟოს ჩემი კომპანიის განადგურებით. რაც არ უნდა გამიკეთოთ, იცოდეთ, რომ მე არ ვთამაშობ არანაირი ბინძური თამაშით, მე ვარ სუფთა ადამიანი. ჩემი ცხოვრების მანძილზე არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის მხარეს ვარ. არავის არც სახლ-კარი მინდა, არც მანქანა და არც არაფერი არ მჭირდება და არც ამის ამბიცია მქონია, რომ ვინმეს რამე მჭირდებოდეს და ჩემი კომპანიის განადგურება მარტივი არ არის. თუ ვინმე გამინადგურებს, იცოდეთ ნულიდან დავიწყებ. ახლა გამოვიპრანჭები და მივდივარ "რობერტო კავალის" საღამოზე. ეს არის იმ ყველაფრის პასუხი, რაც გავიგე და წარმატებებს გისურვებთ ჩემს განადგურებაში" - ამბობს თამო ვიდეო მიმართვაში.